ტორფი

სპაგნუმ ტორფის სუბსტრატი NS 1

ტორფის სუბსტრატი NS 1 ხელს უწყობს ჩითილების სწორ და სწრაფ განვითარებას, შესაბამის საჩითილე ჭურჭელში(კასეტები,ჭიქები და სხვა). სუბსტრატი შეიცავს ყველა საჭირო მიკრო–მაკრო ელემენტებს, სასუქს–NPK, ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს ჰაერაციას, რაც უადვილებს მცენარეს ადვილად მიიღოს სწრაფი და ჯანმრთელი ზრდისთვის საჭირო ელემენტები. ასევე რეკომენდირებულია, დეკორატიული მცენარეების და ყვავილების სუბსტრატში გაზრდა, განვითარება.

შემადგენლობა: ორგანული ნივთიერება – ტორფი 90% . სასუქის რაოდენობა – 1,2კგ/მ3 .
სასუქი PGmix - NPK 18:10:20. PH : 5,5-6,5. ტენიანობა – 70%.ელექტროგამტარობა 30–80. სიმკვრივე – 214 კგ/მ3. მიკრო ელემენტები: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი და სხვა...
პრეპარატული ფორმა: მყარი (ფხვიერი).

გამოყენების ინსტრუქცია: ჩითილის გამოსაყვან ჭურჭელში (კასეტები, ჭიქები, ბუნკერები , ქოთნები...) ჩაყარეთ ტორფი და დათესეთ ბოსტნეული(კიტრი, პომიდორი,წიწაკა და სხვა) ბაღჩეული( საზამთრო, ნესვი და სხვა) მორწყეთ. ასევე დეკორატიული მცენარეების და ყვავილების დათესვა, დარგვა. 1 შეფუთვით(ტომარა) ითესება 45 ცალიან კასეტა/ბუნკერში 1700-მდე ჩითილი, ხოლო შედარებით ვიწრო და პატარა 104 ცალიან კასეტებში 6500-7000 ჩითილი.

შენახვის წესები: შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში,მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს

შეფუთვა: 250 ლიტრი

მწარმოებელი: შპს. „ნორდ აგრი“ ლატვია